ვენესუელის ხელისუფლებამ სუპერმარკეტებს ფასების გასული თვის მაჩვენებლამდე შემცირება დაავალა. ჰიპერინფლაციამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 98%-ით გააუფასურა. წინასაახალწლოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელფასების 40%-ით ზრდის განკარგულება გასცა. იანვრიდან დასაქმებულები 800 ათასამდე ვენესუელური ბოლივარის მიღებას შეძლებენ, რაც ე.წ. შავ ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსით 7 აშშ დოლარის ექვივალენტია.
ნავთობით მდიდარი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი ნაადრევ სიკვდილიანობას ზრდის.