ვენესუელაში ხელისუფლებამ სუპერმარკეტებს ფასების დაწევა დაავალა
ვენესუელაში ხელისუფლებამ სუპერმარკეტებს ფასების დაწევა დაავალა

ვენესუელის ხელისუფლებამ სუპერმარკეტებს ფასების გასული თვის მაჩვენებლამდე შემცირება დაავალა. ჰიპერინფლაციამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 98%-ით გააუფასურა. წინასაახალწლოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელფასების 40%-ით ზრდის განკარგულება გასცა. იანვრიდან დასაქმებულები 800 ათასამდე ვენესუელური ბოლივარის მიღებას შეძლებენ, რაც ე.წ. შავ ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსით 7 აშშ დოლარის ექვივალენტია.

ნავთობით მდიდარი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი ნაადრევ სიკვდილიანობას ზრდის.