ნიკოლას მადურო ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის
ნიკოლას მადურო ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

ნიკოლას მადურო ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მადურომ თავისი მხარდამჭერების დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის – პარლამენტის არჩევნები 2020 წელს არის დანიშნული. 2015 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც დასავლური ქვეყნები დემოკრატიულად არჩეულად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იანვარში ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ის დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ აღიარა. დასავლეთი არალეგიტიმურად მიიჩნევს გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით დაიკავა. ნიკოლას მადურო ამ დრომდე აკონტროლებს სახელმწიფო უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებს. მას მხარდაჭერას უცხადებენ მისი მოკავშირეები – რუსეთი, კუბა და ჩინეთი.

დატოვე კომენტარი