ხუან გუაიდომ ვენესუელაში რუსი და კუბელი სამხედროების ყოფნას ინტერვენცია უწოდა
ხუან გუაიდომ ვენესუელაში რუსი და კუბელი სამხედროების ყოფნას ინტერვენცია უწოდა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ვენესუელაში რუსი და კუბელი სამხედროების ყოფნას ინტერვენცია უწოდა.

გაზეთ „კლარინთან“ ინტერვიუში გუაიდომ აღნიშნა, რომ რუსი და კუბელი ჯარისკაცები ვენესუელაში უკანონოდ იმყოფებიან, რადგან მათი ჩასვლა ვენესუელის პარლამენტს არ დაუმტკიცებია.

ვენესუელის პარლამენტის სპიკერისა და ოპოზიციის ლიდერის თქმით, ოპოზიციური ძალები ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაწყვეტის გზად სამხედრო ვარიანტს არ განიხილავენ, თეირანს და კარაკასს შორის ავიარეისების გახსნით და სირიის პრეზიდენტთან საუბრებით კი სამხედრო ინტერვენციას მხოლოდ ნიკოლას მადურო განიხილავს.

ვენესეულაში რუსი ჯარისკაცების ჩასვლისა და რუსული თვითმფრინავით 35 ტონა ტვირთის ჩატანის შესახებ მარტის ბოლოს გახდა ცნობილი. იანვარში ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ორი თვეა, გრძელდება. 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციების დაწყებიდან მალევე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა გუაიდოს ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებს. მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-ი და საქართველოც.

დატოვე კომენტარი