უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს, ამ ეტაპზე, ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.
„პაციენტი განთავსდება კლინიკის ნეიროქირურგიულ-ნევროლოგიურ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ლიკა ჯაჯანიძემ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან გუშინ ჩამოვარდა.
დაშავებული უშგულიდან ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.