ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დიღომში აფეთქებისას დაშავებული სამი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დიღომში აფეთქებისას დაშავებული სამი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

ექიმების ინფორმაცით, ერთ-ერთმა დაშავებულმა სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო.

შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი შვიდი თვის ბავშვია. დაშავებულები თბილისის სხვადსხვა კლინიკაში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტურუას ინფორმაციით, ერთი დაშავებული სახლში საკუთარი სურვილით უკვე გაეწერა.