უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

12:01, 26.08.2018

უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს, ამ ეტაპზე, ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

„პაციენტი განთავსდება კლინიკის ნეიროქირურგიულ-ნევროლოგიურ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ლიკა ჯაჯანიძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან გუშინ ჩამოვარდა.

დაშავებული უშგულიდან ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

მსგავსი