უშგულში 19 წლის ახალგაზრდა კოშკიდან გადმოვარდა

16:51, 25.08.2018

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში 19 წლის ახალგაზრდა კოშკიდან გადმოვარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშგულისკენ ვერტმფრენი უკვე გაფრინდა და დაშავებულს თბილისში გადმოიყვანენ.

მსგავსი