უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი 19 წლის ბიჭი ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს

19:48, 25.08.2018

უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი 19 წლის ბიჭი ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პაციენტს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება და დიაგნოზი სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან დღეს ჩამოვარდა.

მსგავსი