უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარის მიზეზად არტისტების აგრესორ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები დაასახელა
უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზად არტისტების აგრესორ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები დაასახელა.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„2019 წლის ეროვნულმა შესარჩევმა კონკურსმა გამოავლინა უკრაინის მუსიკალური ინდუსტრიის პრობლემა და მისდამი საზოგადოების ყურადღება მოიზიდა: ეს არის აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შოუბიზნესთან არტისტების კავშირი, რომელიც სამხედრო კონფლიქტის მეხუთე წლისთავზეც ძალიან მჭიდრო რჩება”, – ნათქვამია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
უკრაინა ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ზურაბ ალასანიამ გააკეთა.
„გადაწყდა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს უკრაინა არ იქნება. როგორც იცით, წლევანდელი შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მარუვი გახდა, თუმცა შეთანხმება ჩვენსა და გამარჯვებულ მომღერალს შორის არ შედგა. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი წესით დავასახელოთ ახალი კანდიდატი, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაზე უარს ამბობს, რადგან ის პატივს სცემს მაყურებლის არჩევანს“, – დაწერა ზურაბ ალასანიამ.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს ქვეყნის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მარუვი გახდა, თუმცა მომღერალსა და მაუწყებელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ოფიციალურ მიზეზად 27 წლის მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, რომელზეც მარუვმა განცხადებაც გაავრცელა და მზად იყო, საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა.