ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელ თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take me as i am თიზერი ვრცელდება. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

სიმღერის პრემიერა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.