თორნიკე ყიფიანის გამოსვლა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში [ვიდეო]

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის კონკურსზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – You შეასრულა.

გამოსვლის სასცენო დადგმაზე შვედმა რეჟისორმა, ემილია სინდქვისტმა იმუშავა.

ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.