უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მან ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ეუთო-ს სპეციალური სხდომა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებისგან უკრაინა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდება“.
„ასევე ინიცირებულია ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სხდომა. ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. კარგად ვასხვავებთ პროვოკაციებსა და აგრესორის ჯარების შემოტევას“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ნორმანდიულ ფორმატში მონაწილეობენ უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია.