ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში ვიდეოკონფერენციას გამართავენ
ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში ვიდეოკონფერენციას გამართავენ

ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციას მომავალ კვირაში განიხილავენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, მან შესაბამის შეთანხმებას მიაღწია საფრანეგთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, მაასს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის გაიმართება ვიდეოკონფერენცია, თუმცა როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, მოლაპარაკებები სავარაუდოდ 30 აპრილს შედგება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარიზში დეკემბერში გამართული ნორმანდიული სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე არ შესრულებულა.

შეგახსენებთ, პარიზის სამიტის შემდეგ კიევსა და პრორუს სეპარაისტებს შორის ტყვეების გაცვლა ორჯერ შედგა. ტყვეების ბოლო გაცვლა მხარეებს შორის გასულ კვირას გაიმართა. პარიზის მოლაპარაკებებზე ასევე ცეცლხის სეწყვეტის რეჟიმსა და ძალების დაშორიშორების სამი ახალი მონაკვეთის განსაზღვრაზე შეთანხმდნენ.