უკრაინული მედია - ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა შესაძლოა, 24 ან 26 ნოემბერს გაიმართოს
უკრაინული მედია - ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა შესაძლოა, 24 ან 26 ნოემბერს გაიმართოს

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა შესაძლოა, 24 ან 26 ნოემბერს გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, თუ ლიდერები ერთმანეთს ამ თარიღებში არ შეხვდებიან, მაშინ წელს ეს შეხვედრა აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩატარდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ სამიტისთვის მზადება პრაქტიკულად შეჩერებულია, რადგან „ერთ-ერთი ქვეყნის მოთხოვნა მუდმივად იცვლება“.