რადოსლავ სიკორსკი – დაუშვებელია რუსეთის გლობალურ ზესახელმწიფოდ წარმოჩენა, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სამკუთხედის ფორმატში – ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია რუსეთისთვის გლობალური ზესახელმწიფოს სტატუსის მინიჭება, რადგან, მისივე შეფასებით, რუსეთი უკვე დიდი ხანია, აღარ არის ამ სტატუსის მქონე სახელმწიფო.
„ვფიქრობ, დაუშვებელია რუსეთის გლობალურ ზესახელმწიფოდ წარმოჩენა, რადგან რუსეთმა ეს სტატუსი დიდი ხანია, დაკარგა. ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს სამკუთხედის ფორმატში: ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – განაცხადა სიკორსკიმ.