ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის დაგეგმილ შეხვედრაზე ტელეფონით ისაუბრეს
ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის დაგეგმილ შეხვედრაზე ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. ანგელა მერკელისა და ვლადიმირ ზელენსკის საუბრის მთავარი თემა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა იყო.

გერმანიაში უკრაინის ელჩის თქმით, ეს ლიდერებს შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამართული უკვე მეშვიდე სატელეფონო საუბარია.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ნორმანდიული ოთხეულის სამიტი 9 დეკემბერს საფრანგეთში გაიმართება.