საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი დღეს გაიმართება
საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი დღეს გაიმართება

სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, დღეს საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ლიდერების შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართება და გავრცელებული ინფორმაციით, სამ საათს გასტანს. მხარეები მინსკის შეთანხმების პირობებზე ისაუბრებენ.

სამიტის დაწყებამდე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები.