უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კიევი „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე კომპრომისისთვის მზადაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კიევი „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე კომპრომისისთვის მზადაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევი პარიზში დაგეგმილ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შეხვედრაზე კომპრომისისთვის მზადაა.

„იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრაზე რეალურ პროგრესს მივაღწევთ, რასაც ველოდებოდით წლიდან, როდესაც შედგა ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში. ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე ღია იდეებით ჩავდივართ. მზად ვართ, მივიღოთ გონივრული კომპრომისი და სახლში შედეგი ჩავიტანოთ, რომლისკენაც ასე დიდხანს მივისწრაფვით“, – განაცხადა პრისტაიკომ.

„ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში პარიზში გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები.