სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.
ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთი კი წინააღმდეგ წავიდა. ნინო ლომჯარია კანდიდატად მმართველმა გუნდმა წარადგინა.
უჩა ნანუაშვილს კი ომბუდსმენის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა დღეს ესუწრება.
სახალხო დამცველად ნანუაშვილი 2012 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა.