უჩა ნანუაშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა
უჩა ნანუაშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა

საზოგადოებაში არსებული ძალადობა და აგრესია, პირველ რიგში, ბავშვებსა და სკოლებზე აისახება, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაკავებულებს უახლოეს მომავალში შეხვდება.

„ჩვენ სპეციალური ანგარში მოვამზადეთ, რომელიც ეხება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ძალადობას, რომელიც, ვფიქრობ, მასშტაბური და საგანგაშოა. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ანგარიშში, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი არის სერიოზული სისტემური პრობლემა, მის მოსაგვარებლად აუცილებელია სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მოქმედება, რადგან ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ანარეკლი.

ის, რომ საზოგადოებაში ძალადობა და აგრესია არსებობს, ეს, პირველ რიგში, სწორედ ბავშვებსა და სკოლებზე აისახება. ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლების მხრიდან თავიდანვე უფრო მეტი ყურადღება იყო საჭირო“, – განაცხდა უჩა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება, პოლიციის მიერ, სკოლის პერიმეტრის კონტროლს, ყოფილ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცველთა ჩართვა არ არის მიზანშეწონილი.

„პოლიციის ჩართვა, ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის. აუცილებელია, არსებული ინსტიტუტი გაძლიერდეს, რომ მანდატურის ინსტიტუტი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს უფრო მეტად აქცენტი და არ უნდა გადაიდგას ნაბიჯი კიდევ უფრო პოლიციური სისტემის შექმნისკენ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დატოვე კომენტარი