უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველად მუშაობის ვადა დღეს ეწურება

08:30, 07.12.2017

სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.

ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთი კი წინააღმდეგ წავიდა. ნინო ლომჯარია კანდიდატად მმართველმა გუნდმა წარადგინა.

უჩა ნანუაშვილს კი ომბუდსმენის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა დღეს ესუწრება.

სახალხო დამცველად ნანუაშვილი 2012 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა.

მსგავსი