უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 
უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქმიანობის დასაწყისში ხელისუფლება მასთან თანამშრომლობაზე მოდიოდა, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში, სახალხო დამცველის მიმართ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება შეიცვალა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

“მუშაობის დასაწყისში გაცილებით თანაშრომლობითი იყო ხელისუფლება. მათ შორის ჩვენი რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავ, რომ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ყველა დარღვევას სისტემატურად. დარღვევები ეხებოდა იმ სფეროებს, სადაც სისტემური პრობლემები იყი დაფიქსირებული. ეს ეხება შსს-ს, პროკურატურას , სასამართლოს და სხვა ასეთ ორგანოებს, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა სერიოზული დარღვევები. რაც გადიოდა დრო, ჩვენს საქმიანობაში უფრო და უფრო მეტი იყო ასეთი დარღვევები. ვინაიდან ჩვენ არ ვხუჭავდით თვალს ასეთ დარღვევებზე, შესაბამისად, რეაგირებაც იყო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.