„ჯანდაცვის სერვისების კუთხით, პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია“
„ჯანდაცვის სერვისების კუთხით, პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია“

პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის კვლევაშია აღნიშნული. ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, თუ 2013 წელს გამოკითხულ პატიმართა 72%-ი მიღებულ სამედიცინო მომსახურებას უარყოფითად აფასებდა, ბოლო კვლევით მიწოდებული მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15 %-დან 22 %-მდე შემცირდა.

“მთლიანობაში შეიძლება ითქვას, ამ კუთხით მდგომარეობა შეცვლილია და დაკავებულ პატიმრებს შორის კმაყოფილება არის საკმაოდ გაზრდილი. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, კვლავ გამოწვევად რჩება ფსიქიკურ და სომატურ დაავადებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილოტაციო პროგრამების განვითარება ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის კუთხით”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება. რვა დეკბრიდან კი, უკვე ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუდგება მუშაობას.

დატოვე კომენტარი