მოქმედ და ახლად არჩეულ სახალხო დამცველებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
მოქმედ და ახლად არჩეულ სახალხო დამცველებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

მოქმედი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობას აცნობს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე იხილავენ,  როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი. ნანუაშვილი ახლად არჩეულ ომბუდსმენს ასევე გააცნობს დეპარტამენტებისა და სამმართველოების მუშაობას.

უჩა ნანუაშვილმა ლომჯარიას ახალ თანამდებობაზე წარმატებული მუშაობა უსურვა.  რაც შეეხება ნანუაშვილის სამომავლო საქმიანობას, ჯერ მისი განცხადებით, გადაწყვეტილება არ მიუღია.

ლომჯარიას განცხადებით, საინტერესოა მოქმედი ომბუდსმენის პოზიცია, თუ რა თემებია ყველაზე აქტუალური, რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ლომჯარია ამბობს, რომ თავდაპირველად უნდა გაეცნოს აპარატის მუშაობას და ცვლილებებზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. 

სახალხო დამცველის პოსტზე ლომჯარიას უფლებამოსილება ოფიციალურად 8 დეკემბრიდან დაიწყება და ამ თანამდებობაზე ის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

დატოვე კომენტარი