ტყიბულის ტრაგედიის გამო, სომხეთის პრემიერი საქართველოს მთავრობას უსამძიმრებს
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა საქართველოს მთავრობას მიუსამძიმრა.
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში სამძიმრის წერილი გაგზავნა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„სომხეთის მთავრობისა და ჩემი სახელით გისამძიმრებთ თქვენ და ქართველ ხალხს ქალაქ ტყიბულში, შახტის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე ჟამს, ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.