ნიკოლ ფაშინიანი – მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი ჩვენს რეგიონს დატოვებენ
ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, სიცოცხლის სურვილი აქვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ გამოცემა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თურქეთს რეგიონიდან გასვლისკენ მოუწოდა.
„მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი, თავისი მიზნებით, ჩვენს რეგიონს დატოვებენ. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, აქვს სიცოცხლის სურვილი“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
Peaceful resolution will be possible when terrorists and #Turkey leave our region with their goals. There is no doubt that #Armenian people, which have been living on planet earth for several thousands of years have the will to live.@FRANCE24 https://t.co/lugene2Jal
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 3, 2020