ნიკოლ ფაშინიანი - მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი ჩვენს რეგიონს დატოვებენ
ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, სიცოცხლის სურვილი აქვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ გამოცემა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თურქეთს რეგიონიდან გასვლისკენ მოუწოდა.
„მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი, თავისი მიზნებით, ჩვენს რეგიონს დატოვებენ. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, აქვს სიცოცხლის სურვილი“, – აღნიშნა ფაშინიანმა.