ჰაკან ფიდანი - თურქეთი მოუთმენლად ელოდება, რომ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ
ჰაკან ფიდანი - თურქეთი მოუთმენლად ელოდება, რომ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ

თურქეთი მოუთმენლად ელოდება, რომ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული ღირებულებების უგულებელყოფას, დიდი ხანია, გასამართლებული არიან მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში“, – განაცხადა ფიდანმა.

შეგახსენებთ, ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ამ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტსა და ისრაელის არმიის შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერები გასცეს.

ამასთან, აშშ-ის კონგრესი საპასუხო ზომებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს, თუ ისრაელის მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაკავების ორდერები გაიცემა.