რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს, თურქეთი მეზობელი ირანის გვერდით იდგება ამ რთულ და სამწუხარო დროს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათთან ერთად ვერტმფრენში მყოფი სხვა პირების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს და მთავრობას, განსაკუთრებით ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის და პრეზიდენტისა და სხვა გარდაცვლილი პირების ოჯახებს. როგორც კოლეგა, რომელიც პირადად ვიყავი ირანელი ხალხის და მთელი ჩვენი რეგიონის მშვიდობისკენ მიმართული მისი ძალისხმევის მოწმე, მე ვიხსენებ ბატონ პრეზიდენტს პატივისცემითა და მადლიერებით. თურქეთი ჩვენი მეზობელი ირანის გვერდით იდგება ამ რთულ და სამწუხარო დროს, როგორც ეს ბევრ სხვა დროს გაგვიკეთებია“, – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.
Geçirdiği helikopter kazasında maalesef vefat ettiğini öğrendiğimiz, değerli mevkidaşım, kardeşim, İran İslam Cumhuriyeti Cumhurbaşkanı Sayın İbrahim Reisi’ye Cenab-ı Allah’tan rahmet niyaz ediyorum.…
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) May 20, 2024