ჯოზეფ ბორელი - ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები
ჯოზეფ ბორელი - ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები

ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვითვალისწინებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას, მიმართოს ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატას იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერისთვის. ჰააგის სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტის მანდატი არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველაზე მძიმე დანაშაულებების დევნა. ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.