ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერო-ს აცნობა, რომ ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა, რომ ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტიდან, რომის სტატუტიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გაერო-მ შესაბამისი შეტყობინება 20 ნოემბერს მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 23 ნოემბერს გახდა ცნობილი.
ტაჯიკეთის მიერ რომის სტატუტიდან გასვლა ძალაში 2027 წლის 20 ნოემბერს შევა.
22 ნოემბერს ევროკავშირმა ტაჯიკეთი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შეუსრულებლობის გამო. პუტინი ტაჯიკეთს 19-20 ნოემბერს სტუმრობდა.