ფრიდრიხ მერცი – ვფიქრობ, დღეს ყველას შეგვიძლია, დავინახოთ, რა შეცდომა იყო 2008 წელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ამერიკული წინადადების გაუთვალისწინებლობა
ვფიქრობ, დღეს ყველას შეგვიძლია, დავინახოთ, დღევანდელი გადასახედიდან მაინც, რა შეცდომა იყო 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ ამერიკული წინადადების გაუთვალისწინებლობა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცს კითხვა დაუსვეს, იზიარებდა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის დრო უკვე დადგა.
„უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, ეს ომი, სავარაუდოდ, თავიდან იქნებოდა აცილებული“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.