„როიტერი“ - დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდნენ
„როიტერი“ - დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდნენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მომუშავე, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სამი ყოფილი წარმომადგენელი დღეს შეხვდა.

მისივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რობერტ ო’ბრაიენი, რომელიც ტრამპის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოფილი ელჩი ჯონ რაკოლტა და შვეიცარიაში ყოფილი ელჩი ედ მაკმულენი.

ნეთანიაჰუს გარდა, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ისრაელის ოპოზიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს და ისრაელის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირს.

ანონიმური წყაროს თქმით, გაურკვეველი იყო, რა განიხილა ტრამპის მოკავშირეების დელეგაციამ ისრაელელებთან. Მანვე აღნიშნა, რომ ჯგუფი არ მოქმედებდა ყოფილი პრეზიდენტის დავალებით, მაგრამ ყველა პირი ტრამპის არაფორმალური მრჩეველია და ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, მიიღებს შეხვედრების შესახებ ინფორმაციას.