ჯო ბაიდენი - აღმაშფოთებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ
ჯო ბაიდენი - აღმაშფოთებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ

აღმაშფოთებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა გააკრიტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადება ისრაელელი ოფიციალური პირების, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის შესახებ.

„ნება მომეცით, გარკვევით განვმარტო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არ არსებობს ტოლობის ნიშანი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით მისი უსაფრთხოების დაცვაში“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.