სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მან უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი, ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში, რომლებიც ჩადენილია 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და ღაზის სექტორში.

„ჰამასის“ ლიდერებიდან ჰააგის პროკურატურა დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის, იაჰია სინვარის, დაჯგუფების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მუჰამედ ალ-დიეფის და „ჰამასის“ პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას მიმართ.