ტროპიკული ქარიშხლის გამო, ფილიპინებზე 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა
ტროპიკული ქარიშხლის გამო, ფილიპინებზე 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

ფილიპინების სამხრეთით, ტროპიკული ქარიშხლის გამო 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის კატასტროფების მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის კატასტროფების მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ტროპიკულმა ქარიშხალმა ფილიპინების სამხრეთით ძლიერი წვიმები გამოიწვია, რაც ათობით სოფლის დატბორვის მიზეზი გახდა.

სააგენტოს თავდაპირველი მონაცემების მიხედვით, წყალდიდობამ ქვეყნის ორ რეგიონში საცხოვრებელი სახლები და ხიდები დააზიანა. 5 ათასზე მეტმა ადამიანმა თავი დროებით თავშესაფარს შეაფარა.

ფილიპინებზე, უამინდობის გამო, სულ მცირე 36 შიდა ფრენა გაუქმდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მდებარე აზიის კუნძულოვან სახელმწიფოში ყოველწლიურად დაახლოებით 20 ტროპიკული ქარიშხალი ხდება.