ფილიპინებზე ციკლონ „კომპასუს“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებზე ციკლონ „კომპასუს“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტროპიკულმა ციკლონმა „კომპასუმ“ ფილიპინებზე წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი, დაკარგულად ითვლება 11.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ციკლონით გამოწვეული ქარის სიძლიერე საათში 100 კილომეტრს აღწევს. ხელისუფლების განცხადებით, სახიფათო ზონებიდან ევაკუირებულია 1 600-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის ორ რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.