ფილიპინების პრეზიდენტი - ვაქცინაცია ვისაც არ სურს, მივიდეთ და ძილში ავცრათ
ფილიპინების პრეზიდენტი - ვაქცინაცია ვისაც არ სურს, მივიდეთ და ძილში ავცრათ

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ინიციატივით გამოდის, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ძილში აცრან.

ინფორმაციას „სიენენ ფილიპინები“ ავრცელებს.

„პრობლემას ისინი წარმოადგენენ, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. ეძებეთ ისინი თქვენს სოფელში. მივიდეთ, ვიდრე სძინავთ და ძილში ავცრათ. მათ თუ არ უნდათ, მივიდეთ და სახლებში ავცრათ, როდესაც დაღამდება. მე გაგიძღვებით, მე გავაკეთებ ამას“, – განაცხადა დუტერტემ.

ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვაქცინაცია ფორმალურ თანხმობას მოითხოვს.

10 ოქტომბრის მონაცემებით, ფილიპინებში 23 მილიონი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული.