ენტონი ბლინკენი – ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, ხომალდებსა და თვითმფრინავებზე შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ის ორმხრივი თავდაცვითი ვალდებულების ამოქმედებას გამოიწვევს

13:39, 07.08.2022

აშშ ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში დაცვას ჰპირდება, როგორც ამას თავდაცვის ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს.

მანილაში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფილიპინები აშშ-ის შეუცვლელი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირეა.

„შეიარაღებული თავდასხმა ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, ხომალდებსა და თვითმფრინავებზე, შეთანხმების ფარგლებში გამოიწვევს აშშ-ის ორმხრივი თავდაცვითი ვალდებულების ამოქმედებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი