ენტონი ბლინკენი - ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, ხომალდებსა და თვითმფრინავებზე შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ის ორმხრივი თავდაცვითი ვალდებულების ამოქმედებას გამოიწვევს
აშშ ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში დაცვას ჰპირდება, როგორც ამას თავდაცვის ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს.
მანილაში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფილიპინები აშშ-ის შეუცვლელი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირეა.
„შეიარაღებული თავდასხმა ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, ხომალდებსა და თვითმფრინავებზე, შეთანხმების ფარგლებში გამოიწვევს აშშ-ის ორმხრივი თავდაცვითი ვალდებულების ამოქმედებას“, – განაცხადა ბლინკენმა.