ენტონი ბლინკენი – გუშინ ქართველმა ხალხმა მიიღო დემოკრატია, ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას
გუშინ ქართველმა ხალხმა მიიღო დემოკრატია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ ქართველმა ხალხმა მიიღო დემოკრატია, ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ“,- წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
The Georgian people embraced democracy yesterday. Now Georgia’s political leaders must respect the rule of law, repeal legislation that undermines fundamental freedoms, address deficiencies in the electoral process, and move Georgia toward its Euro-Atlantic future.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) October 28, 2024