ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე, კუნძულ ლუზონზე ძლიერი, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთით მდებარე პროვინციებში მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაში. ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.