ტაიფუნ „დოქსურის“ გამო ტაივანში 5 700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ფილიპინებში კი სტიქიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა
ტაიფუნ „დოქსურის“ გამო ტაივანში 5 700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ფილიპინებში კი სტიქიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

ტაივანს ტაიფუნმა „დოქსურმა“ გადაუარა. დაიხურა სკოლები, გაუქმდა ფრენები, ევაკუირებულია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, ტაიფუნი ასევე ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლს დაატყდა თავს. ადიდდა მდინარეები, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ფილიპინებში ტაიფუნმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტაივანში ყველა შიდა ფრენა შეჩერდა, ხოლო 100-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. სარკინიგზო მიმოსვლა სამხრეთ და აღმოსავლეთ ტაივანს შორის შეჩერდა.