სომხეთის კონსტიტუციის ახალი პროექტი
სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. მედიის ცნობთ, პროექტის პრეამბულაში აღარ არის მითითება სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების საკითხს უკავშირდება. ბაქო ამ ჩანაწერს ორ ქვეყანას შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.
ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ პროექტი „უარყოფს სომხეთის 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლოგიკას, ანუ კონფლიქტის ლოგიკას“. ამასთან, ფაშინიანი აცხადებს, რომ მოქალაქეები თუ არ დაუჭერენ მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს, ის თანამდებობას დატოვებს.