ფილიპინებში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ავტობუსი, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილებიდან რვა ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო ოთხის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო ჯგუფებმა ადგილიდან ყველა ცხედარი ამოიყვანეს.