თბილისის ოპერის თეატრში „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერის თეატრში „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება

18 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება. როგორც თბილისის ოპერის თეატრში აცხადებენ, პირველად თეატრის ისტორიაში, საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორ წამყვან თეატრში იმუშავეს. „ტრავიატას“ დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები მადრიდის Teatro Real- ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს ბაზაზე შეიკერა.

საპრემიერო სპექტაკლში ვიოლეტა ვალერის პარტიას ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია იმღრებს, ხოლო ალფრედო ჟერმონის პარტიას ოთარ ჯორჯიკია. სპექტაკლს რეჟისპორი ლორან გერბერი დგამს.

საპრემიერო სპექტაკლები 19, 23, 24 და 30 ნოემბერს გაიმართება და ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.