ოპერის თეატრი - გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებები გახდა საჭირო, შესაბამისი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება
ოპერის თეატრი - გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებები გახდა საჭირო, შესაბამისი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება

გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, ოპერის თეატრის შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეატრის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა, 2015 წელს დასრულდა.

„რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად, მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება“, – აღნიშნულია ოპერის თეატრის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი