თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 29 დეკემბერს „საახალწლო საღამო“ გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 29 დეკემბერს „საახალწლო საღამო“ გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე წლის 29 დეკემბერს „საახალწლო საღამო“ გაიმართება, რომელშიც ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. შესრულდება ფრაგმენტები შტრაუსის, ოფენბახის, ვერდის, როსინის, ბიზეს, დონიცეტის, ფალიაშვილის, დოლიძის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებებიდან.

ასევე გაიმართება „დარბაზობა ოპერაში“, სადაც სხვადასხვა ოპერის ცნობილი პერსონაჟები დამსწრე საზოგადოებას შენობაში შესვლისთანავე განსაკუთრებულად შეეგებებიან და სიურპრიზს შესთავაზებენ.

საახალწლო წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია იოანე (ვანო) ხუციშვილი.