ოპერის თეატრში ლადო ათანელის სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი აღინიშნება
ოპერის თეატრში ლადო ათანელის სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი აღინიშნება

თბილისის ოპერის თეატრი ცნობილი ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. საიუბილეო კონცერტი თეატრში 30 ოქტომბერს გაიმართება.

ლადო ათანელის მსოფლიო სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საოპერო მომღერლები: ნინო სურგულაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე (ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული), შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი (ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული), გოჩა დათუსანი, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა

წარმოდგენაში გამოყენებული იქნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შალვა ჩიქოვანის ესკიზები.